11:53 | 2021-10-25 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ამ აპლიკაციის გარეშე სახლს ვერ უნდა ტოვებდეს ადამიანი – ბიძინა კულუმბეგოვი

ამ აპლიკაციის გარეშე სახლს ვერ უნდა ტოვებდეს ადამიანი – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ- იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. მისი თქმით, ასპორტის გარეშე ვერ უნდა შედიოდე ვერსად, ანუ სახლს ვერ უნდა ტოვებდეს ადამიანი. „პრაიმტაიმი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

 

„კარგი კოვიდ-პასპორტები არ გვინდა, ჩემთვის არაა გასაგები მაგრამ გავატაროთ. საქართველოს ყველა მოქალაქეს მობილურში უნდა ქონდეს აპლიკაცია, სადაც ავტომატურად იქნება მისი სტატუსი ასახული კოვიდ – დადებითია თუ არა, ამ აპლიკაციის გარეშე ვერ უნდა შედიოდე ვერსად ანუ სახლს ვერ უნდა ტოვებდეს ადამიანი.

 

ეს იქნება მინიმალური წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ კოვიდიანი ხალხის საზოგადოებაში სიარული თავიდან ავირიდოთ. იქნებ ეს მინიმალური მაინც მოვახერხოთ.

 

პ.ს.  ჩვენი მეზობელი ქვეყნის თურქეთის მაგალითია, ახალი გამოგონებები არაა საჭირო!“ – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X