
ახალშობილები, ახალგაზრდები და ხანდაზმულები – ასაკს მნიშვნელობა აღარ აქვს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყველა კატეგორიის ინფიცირებული წევს და მათი სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები 24 საათის განმავლობაში იბრძვიან.
მძიმე პაციენტებს შორის, ძირითადად, ისინი არიან, ვისაც ვაქცინა არ გაუკეთებიათ, ან, უკეთეს შემთხვევაში, ერთჯერადად არიან აცრილები.
“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი დავით კაკულია თავად იმყოფებოდა ბოქსირებულ განყოფილებაში, სადაც არიან ახალშობილებიც. ის ახლა გაჩვენებთ იმ მძიმე სურათს, რომელსაც ყოველდღე უყურებენ ექიმები. მედიკოსების ერთადერთი თხოვნა აცრაა.
ნახეთ: სულისშემძვრელი კადრები: უმძიმესი პაციენტები კლინიკის დერეფანში – ბათუმის ერთ-ერთ კლინიკის პალატებში ადგილები აღარაა
„კოვიდი არის ჯოჯოხეთი, აიცერით! არავის ვურჩევ იმის ნახვას, რაც დღეს ვიხილე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ბავშვების მშობლები მათ შორის ორსულობის დროს რომ აცრილიყვნენ, ეს პატარები აქ არ მოხვდებოდნენ”,- წერს დათო კაკულია სოციალურ ქსელში და კოვიდპალატებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.


























