16:50 | 2021-07-19 ავტორი: Prime Time

ამ ბავშვებს, დედასთან და ბებიასთან ერთად რამდენიმე თვეა, პირდაპირ მიწაზე სძინავთ – აკა სინჯიკაშვილი

ამ ბავშვებს, დედასთან და ბებიასთან ერთად რამდენიმე თვეა, პირდაპირ მიწაზე სძინავთ – აკა სინჯიკაშვილი

სამწუხაროდ ახლა ვიპოვე მე, თუმცა ამ ბავშვებს, დედასთან და ბებიასთან ერთად რამდენიმე თვეა, პირდაპირ მიწაზე სძინავთ ოჯახს მართლა მილიონი საშინელება გადახდა და ბოლოს პირდაპირ ქუჩაში აღმოჩდნენ, – აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ოჯახის შესახებ წერს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.

 

„რა დღეში არიან ბევრს აღარ მოვყვები, ფოტოზე ისედაც ხედავთ. მთელი დღე, ტაფასავით გახურებულ მიწაზე დაკრულ ამ პარკებში ჯდომა ალბათ ვერც წარმოგიდგენიათ. ქვეწარმავლებითაა აქაურობა სავსე და ზამთარში საერთოდ რა ეშველებათ არავინ იცის არიან დიდი ხნის წინ ჩამოსულები უკრაინიდან, საბუთებს ვადა აქვს ყველაფერს გასული და სახელმწიფოც ვერ ეხმარება. ქუჩაში ცხოვრებისას არიან მრავალჯერ ძალადობის მსხვერპლები და ყველა ახლოს მისულის ეშინიათ ახლოს მდებარე კორპუსებიდან მეზობლები აძლევენ საჭმელს და ნივთებს და ამით არსებობენ.

 

სასწრაფოდ უნდა ვუქირავოთ რამდენ ხანსაც შევძლებთ სახლი, რომ ბავშვებმა წესიერი დაძინება შეძლონ, სჭირდებათ საჭმელი, ტანსაცმელი და ყველაფერი, რომ ადამიანურად გააგრძელონ ცხოვრება და ბავშვები ნორმალურები გაიზარდონ.საზარელი საყურებელია მიწაზე მძინარე მშიერი ბავშვები

 

ვეცდები რაც შეიძლება სწრაფად გავუკეთო ყველაფერი, მანამდე ჩემთან იქნებიან. გამივრცელეთ ეს ამბავი და მომეხმარეთ როგორც შეძლებთ ახლავე დავიწყებთ მოქმედებას,“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.

 

სხვა საინტერესო ამბების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში “ყველა სიახლე”

 

ავტორი: Prime Time

X