
„ნუ სცდით საკუთარ ბედს“ – „თბილისი ენერჯი“ გლდანში ერთი ოჯახის სასწაულებრივად გადარჩენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს:
„ამ ბინაში მცხოვრებლებმა სიკვდილს თვალებში ჩახედეს – ხომ გაგიგონიათ ასეთი გამოთქმა? ხოდა გამოთქმის რა გითხრათ და აგერ ფაქტი. მკვლელი – ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი. სრულიად გაუმართავი და კუსტარულად დამონტაჟებული გაყვანილობა, რაც ბინაში ხანძრის მიზეზი გახდა. დაუჯერებელია, საბედნიეროდ არცერთი დაზიანება და მსხვერპლი. მართლაც სასწაულია და იმედია, ამ ბინაში მცხოვრები ადამიანები, მას შემდეგ რაც გადაურჩნენ CO-ს, გადაურჩნენ ხანძარს და აფეთქებას, საკუთარ იღბალს აღარ გამოცდიან და აღარ გარისკავენ არც საკუთარი და არც სხვისი სიცოცხლით. გლდანში მოხდა ეს ამბავი. მეხუთე მიკროში. ფრთხილად ხალხნო. ნუ რისკაცთ სიცოცხლით და ნუ სცდით საკუთარ ბედს“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სწრაფი რეაგირების სამსახური 114 ცხელი ხაზი (032) 2 404004























