20:54 | 2021-09-17 ავტორი: Prime Time

ამ ბიჭის ადგილას მე უნდა ვყოფილიყავი… სავარაუდო ვერსიამ ჭრილობები გამიახლა – ე.წ. „კანონიერი ქურდის“ შვილის სულისშემძვრელი პოსტი

ამ ბიჭის ადგილას მე უნდა ვყოფილიყავი… სავარაუდო ვერსიამ ჭრილობები გამიახლა –  ე.წ. „კანონიერი ქურდის“ შვილის სულისშემძვრელი პოსტი

მამაჩემი იყო ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი – ეს ბევრმა იცით. იგი ემსხვერპლა ქურდულ გარჩევებს თუ შურისძიებას, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე. მასთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს 16 წლის ბიჭი, რომელიც მას ღვინის საყიდლად გაყვა სახლიდან, ახალი წელი იყო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ელისო ფაჩუაშვილი წერს და მძიმე ისტორიას იხსენებს.

 

ვინ არის ქილერი, რომელმაც ნიკო კვარაცხელია მოკლა და რას ამბობს კაკულიების ოჯახის მოძღვარი
2021-09-17ვინ არის ქილერი, რომელმაც ნიკო კვარაცხელია მოკლა და რას ამბობს კაკულიების ოჯახის მოძღვარი

 

„ამ ბიჭის ადგილას მე უნდა ვყოფილიყავი, (მამაჩემი გვერდიდან არ მიშორებდა როცა მასთან ვიყავი) უბრალოდ, დედაჩემის სიჯიუტემ გადამარჩინა რომელმაც იმ ახალ წელს არ გამიშვა მასთან და ეს დიდ ალიაქოთად დაუჯდა. ფაქტიურად მეორედ მაჩუქა სიცოცხლე დედაჩემმა.

 

იმდენჯერ მიფიქრია ამ ამბავზე როგორ შეეწირა სხვების მახინჯი ცხოვრების წესს ეს უდანაშაულო 16 წლის ულამაზესი ბიჭი, რომლის ადგილზეც, შეიძლება აღმოვჩენილიყავი ყველა დაშვებით, რომ არა დედაჩემის სიჯიუტე.

 

ამ ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობამ შემძრა და მკვლელობის სავარაუდო ვერსიამ ჭრილობები განმიახლა… პს. მამაჩემი კარგი მამა იყო. სრულად დემორალიზებული ვარ,“ – წერს ელისო ფაჩუაშვილი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X