
კაზინო „ევოლუშენ გეიმინგმა“ 1300 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა – ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, კონტრაქტი შეუწყდება ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც მინიმუმ 6 თვე არ იყვნენ დასაქმებულები.
„ევოლუშენ გეიმინგის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„გასული კვირის მოვლენებიდან და გუშინ, ხელისუფლების მიერ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებიდან გამომდინარე, გვიწევს, საქართველოში ევოლუშენის ზრდის გეგმები არსებულ ვითარებას მოვარგოთ.
სამწუხაროდ, ეს ნიშნავს რომ დღეს, დაახლოებით 1300 ადამიანს, რომელიც საოპერაციო პოზიციებს იკავებდა და იმყოფებიან გამოსაცდელ ვადაში, ნაადრევად შეუწყდებათ შრომითი ხელშკრულება.
ყველა მათგანს, დამატებით 2 თვის ვადით შევუნარჩუნებთ ჯანმრთელობის დაზღვევას, რომ შეძლებისდაგვარად, შევამციროთ ნეგატიური გავლენა მათ კეთილდღეობაზე.
როგორც ჩვენი წინა საკომუნიკაციო ღონისძიებებიდან ჩანს, ჩვენ შევასრულეთ ყველა მოთხოვნა, რომელიც დადგენილია საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხო სამუშაო გარემოსთან დაკავშირებით.
ბუნებრივია, გავაგრძელებთ დიალოგს საქართველოს მთავრობასთან, რომ განვსაზღვროთ, რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით, რათა ჩვენი საქმიანობა განვაახლოთ მცირე მასშტაბით და მივცეთ საშუალება ჩვენს თანამშრომლებს მიიღონ შემოსავალი“ – წერია კომპანიის განცხადებაში.






















