
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა პაციენტისა და სამედიცინო დაწესებულების ოპერატორის საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
როგორც გაირკვა, მოქალაქე, რომელიც ექიმთან ვიზიტს აგვისტოში გეგმავდა, მხოლოდ 10 ნოემბერისთვის ჩაწერს, რასაც პაციენტისა და ოპერატორის გულიანი სიცილი მოჰყვა.
10 ნოემბერს შალვა შენგელი ექიმთან მივიდა და სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ორი კვირის წინ ვინმეს რომ ეთქვა, სოციალურ ქსელში საჯაროდ დადებ რევმატოლოგის დასმულ დიაგნოზსო, ნაღდად გიჟად ჩავთვლიდი… მოვლენები ისე განვითარდა, რომ სოცქსელის საზოგადოების თხოვნით და ხალხის მოთხოვნით, მე თავად ვდებ რევმატოლოგის დიაგნოზს.
ვფიცავ, რომ ნაღდია და არაა გაყალბებული. მენისკია ჩაგლეჯილი და საოპერაციოაო. ამ დღეებში უნდა დავრეკო! და ჩავეწერო! ლევან ნაჭყებიასთან, ტრავმატოლოგთან. ამბობენ, დიდი რიგებიაო!“- წერს შალვა შენგელი.























