20:34 | 2021-08-24 ავტორი: თამარ გონგაძე

“ამ დროს ყველაზე ამაყი ვიყავიო, თქვა” – ბუბა კიკაბიძის ემოციები უკრაინიდან

“ამ დროს ყველაზე ამაყი ვიყავიო, თქვა” – ბუბა კიკაბიძის ემოციები უკრაინიდან

უკრაინის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დღეს, ქართველი სახალხო არტისტი, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე იაროსლავ ბრძენის მეხუთე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

 

მომღერლის მენეჯერი, რატი აბზიანიძე “პრაიმტაიმის” მკითხველს ბატონი ვახტანგის ემოციას გადმოსცემს.

 

ვინ იყო იაროსლავ ბრძენი, რომლის სახელობის ორდენით დღეს ბუბა კიკაბიძე დააჯილდოვეს
2021-08-24ვინ იყო იაროსლავ ბრძენი, რომლის სახელობის ორდენით დღეს ბუბა კიკაბიძე დააჯილდოვეს

 

რატი აბზიანიძე: – ძალიან გახარებულია. უკრაინა მისთვის ახლო ქვეყანაა. ბევრი მსმენელი და თაყვანისმცემელი ჰყავს აქ.

 

ფართო მასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა. რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტის, შეიარაღებული ძალების დანაყოფების წინ რომ ამხელა საპატივსაცემო ორდენით გაჯილდოვებენ, როგორია, წარმოიდგინეთ.

 

მაგრამ ყველაზე ამაყი როდის იყო, იცით? ქართული დროშით რომ ჩაიარეს ჩვენმა ჯარისკაცებმა აღლუმზე. აი, ეს იყო მისთვის ყველაზე ემოციური. ამ დროს ყველაზე ამაყი ვიყავიო, თქვა.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X