
„ამ დროს უდანაშაულო მღვდელი, ხელ-ფეხ გაჩერებული და საკაცეზე მიჯაჭვულია 15 თვეა“, – ასე ეხმაურება დეკანოზ გიორგი მამალაძის ყოფილი ადვოკატი, გიორგი ფანცულაია ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებას.
„შეუძლებელია ადამიანმა პატიმრის (უგულავა-ოქრუაშვილი) შეწყალება პოზიტიურ მოვლენად არ აღიქვა, მაგრამ საზოგადოებავ, ნუ დაგავიწყდება, რომ ამ დროს უდანაშაულო მღვდელი, #დეკანოზი #გიორგი #მამალაძე ხელ-ფეხ გაჩერებული და საკაცეზე მიჯაჭვულია 15 თვე, ხოლო მისი უკანონო პატიმრობიდან გასულია 3 წელი და 4 თვე …
P.S პოლიტიკოსებმაც კი გაჯობათ სასულიერო პირებო თავიანთი წარმომადგენლის დაცვასა და ერთგულებაში, თქვენზე ნაკლებად კონფორმისტები აღმოჩნდნენ…
ისინი საპარლამენტო მანდატებზე არ გაიყიდნენ და პატიმარ თანაგუნდელს უერთგულეს, თქვენ კი ??? ….“, – წერს გიორგი ფანცულაია.
შეუძლებელია ადამიანმა პატიმრის (უგულავა-ოქრუაშვილი) შეწყალება პოზიტიურ მოვლენად არ აღიქვა, მაგრამ საზოგადოებავ, ნუ…
Gepostet von Giorgi Pantsulaia am Freitag, 15. Mai 2020






















