21:25 | 2020-05-20 ავტორი: Prime Time

ამ ეტაპზე ბაღების და სკოლების გახსნა არ იგეგმება – პაატა იმნაძე

ამ ეტაპზე ბაღების და სკოლების გახსნა არ იგეგმება – პაატა იმნაძე

პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში ბაღების და სკოლების გახსნა არ იგეგმება.

 

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა.

 

„როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ბაღებისთვის ერთნაირი რეკომენდაცია იქნება. ამის მაგალითი ბევრ ქვეყანას ცუდად აქვს დაცდილი აქვს. პირველ ეტაპზე, გაიხსნა ბაღები და სკოლები. სამწუხაროდ, ამას საფრანგეთში ბავშვების ავადობის მატება მოჰყვა, ამიტომ ჯერჯერობით ჩვენთან ეს დაგეგმილი არ არის“, – ამბობს იმნაძე.

ავტორი: Prime Time

X