13:04 | 2021-04-20 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ამ ღალატის შემხედვარე, ერთ-ერთი თანამებრძოლის თვალებში ცრემლი დავინახე – კობა ხაბაზი

ამ ღალატის შემხედვარე, ერთ-ერთი თანამებრძოლის თვალებში ცრემლი დავინახე – კობა ხაბაზი

ყოფილი პარლამენტარი კობა ხაბაზი პოლიტიკური პარტიების ნაწილის მხრიდან შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

„ეჰ, რამდენჯერ მონახავს ღალატი, მინახავს რთულ ბრძოლაში თანამებრძოლების მიტოვება, მინახავს შემდეგ როგორ ამართლებენ ამ ნაბიჯს სამშობლოს სახელით, პრაგმატიზმით ან სხვადასხვა „მაღალი ღირებულებებით“, მინახავს და სამწუხაროდ მომავალშიც ვნახავ, რადგან ის რაც მრავალგზის მომხდარა, მომავალშიც მოხდება, დიახ მინახავს და მომავალშიც ვნახავ, მაგრამ რა ვქნა, მშვიდად ვერასდროს გადავიტან, ღალატს ვერასდროს შევეგუები.

 

არავინ არაა ასეთი პატიოსანი ქართულ პოლიტიკაში - ჩერგოლეიშვილი ბოკერიაზე
2021-04-20არავინ არაა ასეთი პატიოსანი ქართულ პოლიტიკაში - ჩერგოლეიშვილი ბოკერიაზე

 

დღეს ამ ღალატის შემხედვარე, ერთ-ერთი თანამებრძოლის თვალებში ცრემლი დავინახე, რაღაც ლოდივით ჩამწყდა გულში, ამ ცრემლის პატიება არა და არ შეიძლება, სამყარო ღალატისა და ერთგულების, სიყვარულისა და ბოროტების, ნათელის და ბნელის ჭიდილია და ამ ჭიდილში სიყვარულმა, ერთგულებამ და ნათელმა ღალატი, ბოროტება და ბნელი აუცილებლად უნდა დაამარცხოს!“, – წერს ზაბაზი სოციალურ ქსელში.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X