19:01 | 2021-12-04 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ამ ხალხს წარმოდგენა აქვს, რომ რადგან პოლიტიკაში არიან, უფლება აქვთ, ჩაიდინონ დანაშაული და ამაზე პასუხი არ აგონ – სარჯველაძე ნიკა მელიას სუს-ში დაბარებაზე

ამ ხალხს წარმოდგენა აქვს, რომ რადგან  პოლიტიკაში არიან, უფლება აქვთ, ჩაიდინონ დანაშაული და ამაზე პასუხი არ აგონ – სარჯველაძე ნიკა მელიას სუს-ში დაბარებაზე

“ამ ხალხს აქვს წარმოდგენა, რომ რადგან პოლიტიკაში არიან, უფლება აქვთ, ჩაიდინონ დანაშაული და ამაზე პასუხი არ აგონ”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს “ნაცმოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას სუს-ში დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„დანაშაულები, რომლებიც ჩადენილი აქვთ, ვფიქრობ, ეჭვს და კითხვის ნიშანს არავისში იწვევს. თუ ვინმე თვლის, რომ რაკი პოლიტიკოსი და „ნაციონალური ძრაობის“ წევრია, აქედან გამომიდნარე, ქვეყნის სამართალი უფრო დაბლა დგას, ვიდრე ეს პიროვნებები და პოლიტიკა, მათი ნებაა. მე ასე არ მიმაჩნია და ასე არ მიაჩნია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას“,- განაცხადა სარჯველაძემ.

 

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს, ამის შესახებ ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

 

„რეჟიმის პარანოია გრძელდება. სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი – მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა“, – წერს ნიკა მელია.

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X