21:25 | 2020-11-11 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ამ ლაჩარს ვინმემ აუხსნას, რომ პირადად მისი საქმე იყო გაქცევა, და პირადად მისი საქმეა დაბრუნებაც – ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

ამ ლაჩარს ვინმემ აუხსნას, რომ პირადად მისი საქმე იყო გაქცევა, და პირადად მისი საქმეა დაბრუნებაც – ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოში დაბრუნების შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

ის წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა პირადი გადაწყვეტილებით დატოვა საქართველო და პირადად მისი გადასაწყვეტია დაბრუნებაც.

 

ჩერგოლეიშვილი: ვისაც ასეთი საქართველო გინდათ - შემოხაზეთ ხუთი
2020-08-31ჩერგოლეიშვილი: ვისაც ასეთი საქართველო გინდათ - შემოხაზეთ ხუთი

“ამ ლაჩარს ვინმემ აუხსნას, რომ პირადად მისი საქმე იყო გაქცევა, და პირადად მისი საქმეა დაბრუნებაც. ოპოზიციას ტენის თავის მშიშრობას ეს სინდისგარეცხილი. ვინც ამას თავზე ისვამთ, როგორ გძინავთ”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, ის საქართველოში დაბრუნდება.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X