17:59 | 2021-09-23 ავტორი: თამარ გონგაძე

“ამ ლეგენდარულ ადამიანებთან ერთად საქართველოს შემოვივლი” – რას გეგმავს გიორგი კეკელიძე ფოლკლორისტებთან ერთად

“ამ ლეგენდარულ ადამიანებთან ერთად საქართველოს შემოვივლი” – რას გეგმავს გიორგი კეკელიძე ფოლკლორისტებთან ერთად

გიორგი კეკელიძე, ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად იწყებენ პროექტს. ფოლკლორისტები დაივლიან მთელ საქართველოს და უხუცესებს ჩაწერენ. ამ საქმესი გამოცდილება სამივეს აქვს.

 

ბეწიწურ არაბული, 106 წლის ხევისბერი

 

გიორგი კეკელიძე: – ამ ლეგენდარულ ადამიანებთან ერთად საქართველოს შემოვივლი, შემორჩენილ ქადაგებს, ხევისბერებს, მთხრობელებს დავძებნით, რომელთაგან მოვისმენთ ისტორიებს, შევქმნით მათ პორტრეტებს და გიამბობთ. ეს არის ჩემი მომავლის საქმეც. საქმე და სიყვარული.

 

 

ეთერ თათარაიძე: – ექსპედიციები გვაქვს. მთებში, სადაც მანქანა არ მიდის, ფეხით მოგვიწევს სიარული. სვენებ-სვენებით უნდა შემოვიაროთ საქართველო. სანამ კაცი ცოცხალია, ვერ დაისვენებს.

 

ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის საღამოს მომზადებასაც უნდა შევუდგეთ. შემოვლისას ლექსების მთქმელებში, ხალხურ მელექსეებში, ახალი სახეები უნდა აღმოვაჩინოთ. ვინც უკვე გვყავდა საღამოებში, მათ ისევ გამოყვანას, ვერიდებით. მოკლედ, ამას დიდი ენერგია და სამზადისი უნდა.

 

ჩემი პროფესია მაბრუნებს ძველ ეთეროსთან, თორემ, ნაკოვიდარს, ცუდად მექნებოდა საქმე. ვგიჟდები ზეპირსიტყვიერებაზე, სუფთა და წმინდა ქართულ სიტყვაზე. ეს არის ჩემთვის სიხარულის მომნიჭებელი.

ავტორი: თამარ გონგაძე

X