23:28 | 2021-12-20 ავტორი: თამარ გონგაძე

“ამ მდგომარეობიდან გამოსვლა მჭირდება…” – რა დღეში ჩააგდო პანდემიამ ეკა კახიანი

“ამ მდგომარეობიდან გამოსვლა მჭირდება…” – რა დღეში ჩააგდო პანდემიამ ეკა კახიანი

ეკა კახიანი პანდემიის პერიოდში შვილიშვილებთან ურთიერთობით დატკბა. როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, ბავშვებს ამეცადინებდა და სიმღერას ასწავლიდა.

 

ეკა კახიანი: – კარგი ის იყო, რომ ეს პანდემიური პერიოდი, მთელი ოჯახი ერთად ვცხოვრობდით. გაგვაერთიანა. ყველა ამას აღნიშნავს, რომ ამ ორმა წელი ოჯახის წევრები დააახლოვა ერთმანეთს. ბევრი ემიგრანტი ჩამოვიდა და დარჩა. მოეწონათ აქ ყოფნა.

 

კულინარიაში კი აღმოვაჩინე თავი. ოჯახის წევრების მიმართ სიყვარულის გამოხატვის მეტი შანსიც მქონდა.

 

ბებიის ამპლუაში უფრო ვიყავი. შვილიშვილებს მუსიკაში, სიმღერაში მეტს ვამეცადინებდი. მათი ონლაინგაკვეთილების მეცადინეობაში ვიყავი ჩართული.

 

მე ახალი არაფერი დამიწერია. სიმღერის წერის მუზა არ მომსვლია. შემოქმედებითად ნაყოფიერი დრო არ აღმოჩნდა. არც სხვასთან, ვისაც ვკითხე. ახლა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა მჭირდება და როდის რა იქნება, არ ვიცი.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X