
“ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია” – ამ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 58-ე კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.” – წერია განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ეს საინტერესოა: 8 კვირა ეძლევა ყველა მედპერსონალს, რომ აცრის პროცესი დაასრულოს, აუცრელები დათხოვნილი იქნებიან სისტემიდან – ზურაბ გურული
დაგაინტერესებთ:






















