12:27 | 2021-04-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ამ მოსამართლეების განათლება და კვალიფიკაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – ნახეთ, ვინ არიან ისინი

ამ მოსამართლეების განათლება და კვალიფიკაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – ნახეთ, ვინ არიან ისინი

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ იმ 11 მოსამართლის სახელს და გვარს აქვეყნებს, რომლებმაც, ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, უარი უთხრა უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის დადასტურებასა და და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებაზე.

 

ორგანიზაციის მიერ მომზადებული 3 კვლევა მოიცავს მოსამართლეების განათლების ხარისხის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან, მოსამართლეების ფინანსური დეკლარაციების, ქონებრივი მდგომარეობის ანალიზს და მოსამართლეთა ქცევას სოციალურ მედიაში.

 

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 11 მოსამართლეს, მაკა გველესიანს, ლევან გელოვანს, ინდირა მაშანეიშვილს, დავით ნარიმანიშვილს, მადონა მაისურაძეს, არარატ ესოიანს, მაია გიგაურს, ნინო ბუაჩიძეს, ანაიტ ოგანესიანს, დავით სვანაძეს და მაკა ჭედიას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, უარი უთხრა უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის დადასტურებასა და და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებაზე.

 

11 მოსამართლიდან 5-ის შემთხვევაში განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა ვერ დაადასტურა არათუ მაგისტრთან გათანაბრების, არამედ უმაღლესი იურიდიული განათლების მიღების ფაქტი.

 

რაც შეეხება ფინანსურ დეკლარაციებს, აცხადებენ, რომ გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საჯარო რეესტრში აღრიცხული მოსამართლის უძრავი ქონება არ არის დეკლარაციაში შეტანილი.

 

„უფლებები საქართველომ“ 299 მოსამართლის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სხვა მონაცემები შეისწავლა.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X