
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკლიპი, რომელიც ტრაგიკულად დაღუპულ გიორგი შაქარაშვილს ეძღვნება. როგორც ირკვევა, მელოდია, რომელივ ვიდეორგოლს ადევს, მისთვის ძალიან სასიამოვნო მოსასმენი ყოფილა.
„ამ მუსიკაზე მწერდა, რომ ვუსმენ მამშვიდებსო“, – ამბობს გიორგის თანაგუნდელი.
გიორგი შაქარაშვილის მისი მეგობრები იხსენებენ. მათი, თქმით გიორგი ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანი იყო.
„თმები ჰქონდა სწორი და სულ დაყენებული, მაგრამ სავარცხელი მუდამ თან უნდა ჰქონოდა და ჯიბით ატარებდა“
გიორგის მეგობარი მარიამ ეგაძე მათ ბანკეტს იხსენებს.
„პირველი ეფექტი მე რაც ძალიან გამიხარდა ის იყო, რომ ძალიან მაგარი მანქანით მოვიდა. ფოტოსესიაზე ნახევარი საათი ვიდექით, რომ კარგი ფოტო გადაგვეღო და მაინც გადავიღეთ, იქ წითელ ხალიჩაზეც გავიარეთ. მართლა ყველას უყვარდა გიორგი და უყვარს“, – ამბობს მარიამ ეგაძე.
მეგობრების თქმით, გიორგი ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო.
რამდენი წარმატება ჰქონდა და არასდროს არ უსვამდა ამას ხაზს. ერთი რაღაცაც კი არ მახსოვს, რომ მისგან გული მტკენოდა. მუდამ იცინოდა და არასდროს არ იყო მოწყენილი, ასეთი ადამიანი იშვიათია. მას ძალიან უნდოდა რომ დიდი წარმატებისთვის მიეღწია.
ვცდილობთ, რომ ცუდ ხასიათზე არ ვიყოთ, მაგრამ როგორც კი ვიცინით დანაშაულის გრძნობა გვაქვს ყველას“, – ამბობენ მეგობრები.
#შაქარა🖤
Posted by ʙʟᴀᴄᴋ ᴍᴜs͎ɪᴄ on ორშაბათი, 13 ივლისი, 2020























