22:26 | 2021-04-08 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ამ ორ სოფელში Covid-19-ით ინფიცირებულტა მატების გამო კონტროლი მკაცრდება – ნახეთ სახელმწიფო რწმუნებულის მოწოდება

ამ ორ სოფელში Covid-19-ით ინფიცირებულტა მატების გამო კონტროლი მკაცრდება  – ნახეთ სახელმწიფო რწმუნებულის მოწოდება

ბოლო დღეების განმავლობაში, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანსა და ტყვირში 51 კოვიდ დადებითი შემთხვევა გამოვლინდა. რის გამოც სოფელში პოლიციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და ჯანდაცვის უწყებების მკაცრი კონტროლი ხორციელდება.

 

ადგილზე არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, აბაშის მერთან ლევან მაკალათიასთან ერთად გაეცნო.

„მითარგმნია ევრიპიდე, მითარგმნია სენეკა და მფარველად მომევლინა ახლა ასტრა-ზენეკა!“ - ბერძენიშვილი მოქალაქეებს ლექსით მიმართავს
2021-04-08„მითარგმნია ევრიპიდე, მითარგმნია სენეკა და მფარველად მომევლინა ახლა ასტრა-ზენეკა!“ - ბერძენიშვილი მოქალაქეებს ლექსით მიმართავს

 

„აბაშის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მარანსა და ტყვირში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გვაქვს. სოფელ მარანში 36 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ტყვირში – 15 შემთხვევა, მათ შორის ბაღის აღმზრდელები, სკოლის მასწავლებლები და რამდენიმე მოზარდია, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება ამ სოფლებში საგანმანათლებლო დაწესებულებები დროებით დავხუროთ.

 

აღნიშნულ სოფელებში მასიური ტესტირებები მიმდინარეობს, სოფელში მცხოვრები ადამიანების თერმოსკრინინგი ხდება, რათა დროულად იქნას გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები და გავრცელება არ მოხდეს. მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, დაიცვან რეგულაციები და ატარონ პირბადე“ – განაცხადა მალხაზ თორიამ.

 

გამოკვლეულია კოვიდ დადებითი მოქალაქეების კონტაქტები, მათი ნაწილი დღეს გაიტესტა და პროცესი გრძელდება. სოფელში პოლიციასთან ერთად მიმდინარეობს მოქალაქეების თერმოსკრინინგი, ჯანდაცვის მუნიციპალური დანაყოფის მიერ ხორციელდება ადგილობრივების მასიური ტესტირება.

 

სოფელში მომდევნო 12 დღის განმავლობაში მკაცრი კონტროლი განხორციელდება.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X