
ჟურნალისტი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს აზიარებს, სადაც იგი აცხადებს, რომ მომავალი წელი დიდი ჰესების, მათ შორის ნამახვანის მშენებლობის წელია.
„2012 წლის შემდეგ ქუთაისის ცენტრალური მოედანი ხალხით მხოლოდ დღეს გაივსო! ეს ხალხია რეალურად დაცლილი პოლიტ ანგაჟირებისგან და ყველაფრის ფასად იცავენ რიონის ხეობას. ზღვა ხალხის დანახვაზე ცხადია ყველა პოლიტ პარტიას გაუჩნდა პროტესტში ცხვირის შეყოფის სურვილი. განსაკუთრებით კი ამ პატივცემულს, რომელსაც ალბათ საკუთარი სიტყვები და პოლიტ შეხედულებებიც კი ავიწყდება. არა ბატონებო! ეს პროტესტი არის სახალხო და მისი რომელიმე მხარეს გადაქაჩვა არ გაგივათ“ – წერს ლაშა მესხი.
ნახეთ ვიდეო






















