12:32 | 2020-05-20 ავტორი: თამთა თორდია

ამ რეალობამ გული გვატკინა მე და ჩემს თანატოლებს – ბოლო ზარის გარეშე დარჩენილი მეთორმეტეკლასელი

ამ რეალობამ გული გვატკინა მე და ჩემს თანატოლებს – ბოლო ზარის გარეშე დარჩენილი მეთორმეტეკლასელი

„როგორი იღბლიანი ვარ რომ მაქვს ის, რასთანაც მიძნელდება გამომშვიდობება. როგორია შეგრძნება, როცა დასასრული ზოგჯერ რაღაცის დასაწყისია“, – ამ წარწერით ემშვიდობება სკოლას სოციალურ ქსელში 12 კლასელი გოგონა, თიკო წულაია.

 

„პრაიმტაიმი“ გოგონას დაუკავშირდა, ის იმ ემოციების შესახებ გვიყვება რასაც ახლა განიცდის.

 

მისი თქმით, მის ცხოვრებაში ეს დღე ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია.

 

„ძალიან განვიცდი, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი დღეა.

 

დასასრული იმ განსაკუთრებული წლების, რომლებმაც მრავალი ღირებული რამ შემატა ჩემს ცნობიერებას: შევიძინე მეგობრები, მივიღე განათლება და ჩამოვყალიბდი ადამიანად.

 

რთულია იმის გააზრება, რომ ემშვიდობები შენს არაბიოლოგიურ და-ძმებს, კლასელების სახით, აღმზრდელ მასწავლებლებს და უბრალოდ გარემოს, რომელშიც 12 წელი გაატარე.

 

1-ლი კლასიდან მოყოლებული ველოდი ამ დღეს განსაკუთრებული ინტერესითა და ემოციებით…

 

ახლა კი რთულია მიიღო რეალობა, რომელმაც გული გვატკინა მე და ჩემს თანატოლებს.

 

„ბოლო ზარი”- ეს ხომ ფერადი და სიცოცხლით აღსავსე მოვლენაა.

 

ახლა კი, 2020 წლის მე-12 კლასელები ვაკლდებით ამ მნიშვნელოვან მოვლენას. თუმცა არსებული რეალობაც უნდა მივიღოთ გამოწვევად, მწუხარებად, რომელსაც აუცილებლად მოსდევს ბედნიერება.

 

ვფიქრობ იღბლიანი ვარ იმიტომ, რომ მაქვს ის, რასთანაც ასე მიძნელდება დამშვიდობება“, – ამბობს ჩვენთან საუბარში თიკო წულაია.

 

ცნობისთვის, თიკო წულაია დიღმის მასივის, 147 საჯარო სკოლის მოსწავლეა.

 

დაგაინტერესებთ: გამარჯვებულები ამთავრებთ სკოლას! – მიხეილ ჩხენკელის მილოცვა მეოთორმეტეკლასელებს

 

რა ცვლილებები დარჩება მოსწავლეების შეფასებისას პანდემიის დასრულების შემდეგ – მინისტრის განმარტება

ავტორი: თამთა თორდია

X