
ამ სიხარულის ფონზე ჩემი შვილების დაინფიცირებაც აღარ მახსოვს, – ამის შესახებ მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პეტრე კოლხი ამბობს, საქველმოქმედო განცხადება გაავრცელა, რომელსაც ემიგრანტი გამოეხმაურა და უსახლკაროს ბინით ასაჩუქრებს.
“ასეთი მარიამობა გამითენდა…
ჩემი გვერდით გავავრცელეთ საქველმოქმედო განცხადება…
საბოლოოდ კი ემიგრანტმა ამ გვერდის მეშვეობით უსახლკარო ბინით დაასაჩუქრა…
სულ არ მახსოვს ჩემი შვილების დაინფიცირება ამ სიხარულის ფონზე!…” , – წერს პეტრე კოლხი.
შეგახსენებთ, მამა პეტრეს ექვსივე შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მამა პეტრე კოლხის თქმით, ექვსივე შვილი და შვილიშვილი კორონავირუსითაა ინფიცირებული






















