17:52 | 2020-08-06 ავტორი: თამარ გონგაძე

“ამ სიმღერას კარგად “სუხიტა” შეასრულებსო” – ახალი მუსიკალური პროექტი აგვისტოს ომზე

“ამ სიმღერას კარგად “სუხიტა” შეასრულებსო” – ახალი მუსიკალური პროექტი აგვისტოს ომზე

რეჟისორმა დათო გერსამიამ კომპოზიტორ დედას, ყველასთვის საყვარელ რუსუდან (მაცაცო) სეფისკვერაძეს, აგვისტოს ომის თემატიკაზე სიმღერის დაწერა შეუკვეთა. მაცაცომ ლექსის დაწერა რატი ამაღლობელს სთხოვა. გამზადებულმა სიმღერამ კი ავტორს შემსრულებელი უკარნახა. სიმღერას სახელწოდებით – “თქვენი თვალების ზეცა” გიორგი სუხიტაშვილი ასრულებს. სიმღერაზე კლიპი დათო გერსამიამ გადაიღო, რომლის პრემიერა 7 აგვისტოს უკუპაციის მუზეუმში შედგება.

 

მაცაცო სეფისკვერაძე: – ომის თემაზე მე სიმღერა დაწერილი მაქვს. გოგი დოლიძეც ასრულებდა ჩემს სიმღერას “ომში წასულო ვაჟკაცო, გფარავდეს დედა ღვთისაო…”

 

ამ პროექტის მზადებას რომ შევუდექი, რატი ამაღლობელს დავურეკე და ვუთხარი, აუცილებლად შენ დამიწერე ლექსი-მეთქი. ძალიან მომწონს მისი გამორჩეული ხელწერა. ისეთი ლექსი დაწერა, როგორიც მინდოდა.

 

აი, ასეთი ფრაზაა ლექსში: “სიცოცხლე იყო ღვთის ნება, სიკვდილი იყო ღირსება. ჩვენი გულები უკლებლივ, თქვენი სინათლით ივსება…”

 

გიორგი სუხიტაშვილი 13 წლის იყო, როცა კიბო დაამარცხა - რას იხსენებს მუსიკოსი (ვიდეო) - Primetime.Ge | Allmedia.News

 

სიმღერა დათუნას რომ მოვასმენინე, მითხრა, ამ სიმღერას კარგად “სუხიტა” შეასრულებსო. ვატო კახიძემაც იგივე მითხრა. გიორგიმ გაამართლა. კარგად მოირგო და თავისიც ჩადო ამ სიმღერაში.

 

კლიპში დათუნამ ომის კადრები გამოიყენა და აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების სახელები და გვარები ტიტრებით ადის. მოკლედ, ამ სიმღერით და კლიპით აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახისწევრებს ვუდგავართ გვერდით.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X