16:07 | 2020-12-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ამ ტრაგედიამ მთელი სოფელი შეძრა – სალომეს 6 წლის შვილი დარჩა

ამ ტრაგედიამ მთელი სოფელი შეძრა – სალომეს 6 წლის შვილი დარჩა

23 წლის სალომე გვასალია, რომელიც დღეს ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა სამეგროლოდან, სოფელ ზემო ფოცხოდან არის. გოგონას ექვსი წლის შვილი დარჩა. ახალგაზრდა სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა.

 

ახლობლები „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობენ, რომ სალომე გამორჩეულად მოწესრიგებული კარგი გოგო და კარგი მასწავლებელი იყო.

 

ის ორი თვის წინ ხიდან ჩამოვარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო. გოგონა ამ დრომდე კომაში იმყოფებოდა, დღეს კი მისი გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.

 

„იმ დღეს ხურმის ხეზე ასულა, ზამთრისთვის უნდა შევინახოო. სიცოცხლით სავსე გოგო იყო, წინ იყურებოდა და მომავალზე ფიქრობდა. ზამთრის შესანახზე ფიქრობდა. გული და სული გვეწვის, დღეს რომ გავიგეთ მისი ამბავი. მთელი ფოცხი ტირის ამ გოგოზე“, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

 

ავტორი: კესო მოლაშხია

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X