
ცნობილები კადრს მიღმა ჩვეულებრივი მოკვდავური ცხოვრებით ცხოვრობენ – თავიანთი სისუსტეებით და ცხოვრებისეული გამოწვევებით.
ეკრანის წინ კეკლუცის მიღმა კი ბევრი ძალიან მძიმე ტკივილს ატარებს.
„პრაიმტაიმმა“ რამდენიმე მათგანის ტრაგიკული ისტორია შეკრიბა, რომლებიც ბევრისთვის შესაძლოა აქამდე უცნობიც იყო.
ჯანეტ ქერდიყოშვილის პატარა დაიკო ანეტა

როდესაც მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი „მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელი გახდა, 3 დღეში მის ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა.
მისი პატარა დაიკო ანეტა ფანჯრიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.
დალი ჩიტალაძის ოჯახის ტრაგედია

გამუდმებით მომღიმარი დალი ჩიტალაძის მიღმა უდიდესი ტკივილი იმალება. მას და-ძმა ჰყავს გარდაცვლილი.
დალის წლების წინ, 31 წლის ძმა დათო გარდაეცვალა. ის თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული ბიჭი იყო. დალი ჩიტალაძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა და ძმის გარდაცვალება დაუმალეს, დღემდე ვერ პატიობს საკუთარ თავს, რომ გარდაცვლილი ძმა არ ჰყავს ნანახი.
დალის და დიანა ჩიტალაძე 4 წლის წინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
უბედური შემთხვევა თიკა ფაცაციას ოჯახში

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია 3 წლის იყო, როდესაც მისი უფროსი ძმა 9 წლის ასაკში დაიღუპა.
თიკას ძმა წყალში ბურთის ამოსატანად შევიდა და დაიხრჩო.
ელდარ შენგელაიას ავარიაში დაღუპული ქალიშვილი

2009 წელს ელდარ შენგელაიას 23 წლის ქალიშვილი ავარიაში დაეღუპა.
ამ ტრაგედიამ მთელი თბილისი შეძრა.
იმედა კახიანმა 14 წლის შვილი დაკარგა

მსახიობ იმედა კახიანს 14 წლის შვილი დაეღუპა.
ის „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ბედს არ უჩივის, თუმცა ერთადერთი ტკივილი, რაც მის ცხოვრებაში მოხდა, ეს შვილის დაკარგვაა.
„ბედნიერი კაცი ვარ… შვილით, შვილიშვილებით და შვილთაშვილებით. ერთადერთი ტკივილი, რაც არის ჩემს ცხოვრებაში, შვილის დაკარგვაა. 14 წლის ბიჭი გარდამეცვალა. არ ვიცი, ეს რატომ მოხდა. მაშინ 45 წლის ვიყავი. გარდაცვლილი შვილი ბევრჯერ დამსიზმრებია“, – ამბობს იმედა კახიანი.
დაგაინტერესებთ:























