
უკრაინის დედაქალაქ კიევში, უცნობი მამაკაცი მეტროს ხიდის აფეთქებით იმუქრება. ამ დროისთვის ხიდი უკვე გადაკეტილია და ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
„უცნობი მამაკაცის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ 16:05 (უკრაინის დროით), რომელსაც სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერება აქვს და იმუქრება ხიდის აფეთქებით – ჩვენ ვამოწმებთ“, – აცხადებენ კიევის პოლიციაში.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.























