
ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, მერიასთან ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა ოპერაცია ამ წუთებში უტარდება.
მადონას მძიმე დამწვრობები აქვს, ამის გამო ბარძაყიდან, ხელის მტევნებზე კანს გადაუნერგავენ.
„ბევრი გადასხმები და გამაყუჩებლები გამიკეთეს, მაზებს მისვამენ დამწვარ სხეულზე.
მე-3 ა ხარისხის დამწვრობა მაქვს.
დამწვრობა მაქვს გულ-მკერდის არეში, ყელი, მუცელი და მტევნები – თითები და მაჯა.
კანის გადანერგვა მოხდება ბარძაყიდან მტევნებსა და თითებზე.
განსაკუთრებულად ღრმა დამწვრობა მაქვს ხელებზე. ხელს ვერ ვიყენებ გაშეშებული მაქვს მე-6 დღეა. არაადამიანური ტკივილია“- გვითხრა პრაიმტაიმს ტრანსგენდერმა ქალმა ოპერაციის დაწყებამდე.
30 აპრილს, თბილისის მერიასთან ტრანსგენდერმა ქალმა ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.
„მე ვარ ტრანსგენდერი ქალი და იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფო ჩემზე არ ზრუნავს, თავს ვიკლავ“ – განაცხადა მერიასთან მადონამ.






















