
შეზღუდვები მინიმალურად უნდა მოხიუსნას, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ “რუსთავი 2-თან” განაცხადა.
მისივე თქმით, დაწესებულმა შეზღუდვებმა დაინფიცირებულთა რაოდენობა შეამცირა, თუმცა ქვეყანაში არსებული კოვიდვითარება მაინც დრამატულია.
“დაწესებულმა შეზღუდვებმა გარკვეულწილად შეამცირა დაინფიცირებულთა რაოდენობა, ამ ეტაპზე შედარებით ნაკლებია, თუმცა ეს არ არის მცირე, საკმაოდ დიდია, დრამატულია ამ წუთისთვის ქვეყანაში სიტუაცია, სრულიად ყველაფერი არ უნდა გაიხსნას, ჩემი მოსაზრებით, გახსნა აუცილებლად გამოიწვევს მატებას ინფიცირებულების, ახალი წელი მოდის და რაღაც შეზღუდვები უნდა მოიხსნა, ალბათ, მინიმალურად უნდა მოხიუსნას”, – განაცხადა ენდელაძემ “რუსთავი 2-თან”.
21 დეკემბრის მონაცემები: საქართველოში კორონავირუსით 824 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 46






















