22:06 | 2021-03-19 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ამ ვაქცინების მწარმოებლებს დიდი ხანია გამოქვეყნებული აქვთ, რომ მან შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს – ზაზა წერეთელი

ამ ვაქცინების მწარმოებლებს დიდი ხანია გამოქვეყნებული აქვთ, რომ მან შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს – ზაზა წერეთელი

რიგ ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესის გარკვეული პერიოდით შეჩერებას და ახალციხეში გუშინ მომხდარ შემთხვევას ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი „რუსთავი 2-ის“ გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, ალერგიული რეაქციის შესაძლებლობაზე თავად ვაქცინის მწარმოებლებიც საუბრობდნენ. თუმცა ქვეყნები ხელმძღვანელობენ უფრო მეტი სარგებლის პრინციპით:

 

ანტივაქსერებმაც იცოდნენ, რომ ამ ვაქცინების მწარმოებლებს დიდი ხანია გამოქვეყნებული აქვთ, რომ ამ ვაქცინამ შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

 

„ღმერთო ეს შეგვაძლებინე... დედა, რომელსაც ორი შვილი ელოდება, კუთხეში დგანან და ლოცულობენ“ - რატიანი კომაში მყოფ ექთანზე
2021-03-19„ღმერთო ეს შეგვაძლებინე... დედა, რომელსაც ორი შვილი ელოდება, კუთხეში დგანან და ლოცულობენ“ - რატიანი კომაში მყოფ ექთანზე

 

ამ შეჩერებებმა აჩვენა, რომ ქვეყნები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ამ საკითხს და ფრთხილობენ. 11 მილიონზე მეტი აცრა იყო გაკეთებული და უბრალოდ 4-5 შემთხვევა როგორც კი დაფიქსირდა, შეაჩერეს დროებით და დაიწყებს გამოკვლევა, ანუ ერთ შემთხვევასაც არ ტოვებენ ეს ქვეყნები. ამის მიზეზია 2009 წლის ღორის გრიპის აცრებთან დაკავშირებული მოვლენები.

 

ამის გამო ქვეყნები ძალიან ფრთხილობენ და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რომ არცერთი ქვეყანა არ გარისკავს თავისი ადამიანის სიცოცხლეს ამ ერთი ვაქცინის გამო“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.

 

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა. ის დღეს გარდაიცვალა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X