10:18 | 2021-08-08 ავტორი: Prime Time

ამაყად, წარბშეუხრელად! – ქართველი მწვრთნელის მორიგი წარმატება და ოლიპიური ოქრო ირლანდიას

ამაყად, წარბშეუხრელად! – ქართველი მწვრთნელის მორიგი წარმატება და ოლიპიური ოქრო ირლანდიას

„ტოკიო 2020“-ის ოლიმპიადა დასასრულს უახლოვდება. ქართულმა დელეგაციამ გამოსვლა უკვე დაასრულა და სამშობლოში მალე დაბრუნდებიან.

 

მიუხედავად ქართველების გამოსვლის დასასრულისა, ტოკიოს ოლიმპიადაზე დარჩა ქართველი მწვრთნელი, რომელიც ირლანდიის ღირსებას იცავს. დღეს მისმა შეგირდმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

 

VIDEO: ქართველი მწვრთნელის მიერ შესრულებული Only Time ირლანდიელი შეგირდების გასამხნევებლად
2021-07-29VIDEO: ქართველი მწვრთნელის მიერ შესრულებული Only Time ირლანდიელი შეგირდების გასამხნევებლად

 

ცნობისთვის, ქართველი მწვრთნელი ზაურ ანთია წარმოშობით ფოთიდაანა.

 

მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი, ირლანდიური კრივის „ალექს ფერგიუსონი“ – ეს მცირე, მაგრამ მრავლისმთქმელი შეფასება ზაურ ანთიას მისამართით მრავალჯერ გაჟღერებულა.

 

ირლანდიაში კრივის საუკეთესო მწვრთნელი ქართული ფესვებით ყოველ წელს აოცებს მსოფლიო სპორტის წარმომადგენლებს.

 

მის ანგარიშზე 200-ზე მეტი მედალია, მრავალჯერ აფრიალებული გამარჯვების დროშა და აპლოდისმენტები, რომელიც დაიმსახურა თავისი ნიჭით, ადამიანობით, დაუღალავი შრომითა და განვითარებისკენ სწრაფვით.

 

საქართველოს სახელით ვულოცავთ მას ამ წარმატებას და ვუსურვებთ მრავალი მედალი ყოფილიყოს მის ანგარიშზე.

 

 

ასევე ნახეთ სხვა ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X