
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარია თბილისში ვერ გაიმარჯვებს და მაქსიმუმ 10% შეიძლება აიღოს.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობს.
„ძალიან გაბრიყვებულია გახარია და ჩვენ ვნახეთ როგორ დაკარგა საკუთარი სახე. ყველაფერი დაკარგა ამ ადამიანმა. ამას მოხერხება უნდა, რომ კაცი იყო პრემიერი და გახდე სააკაშვილი მარიონეტი. თავიდან ბოლომდე არის სააკაშვილის თამაშში ჩართული. აღარ მინდა დამატებითი სპეკულაციები ამ საკითხზე და ძალიან მარტივად იკითხება, რომ როგორც ჩანს ძალიან დიდი ვალი აქვს სააკაშვილის და ამ კომპრომატებით მართავს გაბრიყვებულ ადამიანს. თუ ვინმეს გახარიამ იმედები გაუცრუა, ეს არის თავად გიორგი გახარია. მან გაგვიცრუა ჩვენ ყველას იმედი. ეს არის კლასიკური მოღალატე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:






















