
„დღეს ჩვენ, ჩვენი გაცხადებული მიზნებიდან გამომდინარე გვევალება დროული და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ევროპის გზაზე, რასაც ჩვენი პარტნიორებიც მოუთმენლად ელოდებიან ჩვენგან“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლარიზაციის დაძლევა შესაძლებელი იქნება თუ პარტიები დაუბრუნდებიან რეალური პრობლემების გადაწყვეტის საკითხებს.
“პოლარიზაციის დაძლევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ქვეყანა, პარტიები, ოპოზიცია თუ უმრავლესობა დაბრუნდება რეალური პრობლემებისა და რეალური გამოწვევების გადაწყვეტაში. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს 2 მიმართულება, ჯანმრთელობის კატასტროფის თავიდან აცილება, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა და ევროპული ინტეგრაციის ქმედითი გზა, რომელიც ჩვენთვის უალტერნატივოა – ამაზე შეთანხმება არის პასუხი იმ კითხვაზე, როგორ დავასრულოთ არა ერთმანეთი, არამედ პოლარიზაცია”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
- VIDEO: არ დაგვწყევლოას ახლა – რა მოხდა ნიჭიერის სცენაზე, სადაც მკითხავმა რუსკას ყავის ჭიქაში ჩაიხედა






















