17:47 | 2021-04-13 ავტორი: თამარ ბუჩუკური

Exclusive: „ამაზრზენი ტყუილია“ – ბესო ზანგურის პირველი კომენტარი ყოფილი ცოლის მხრიდან ძალადობის ბრალდებაზე

Exclusive: „ამაზრზენი ტყუილია“ – ბესო ზანგურის პირველი კომენტარი ყოფილი ცოლის მხრიდან ძალადობის ბრალდებაზე

მსახიობი ბესო ზანგური ყოფილი მეუღლის, ნინუცა მაყაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას ფიზიკური ძალადობის შესახებ “პრაიმტაიმთან” საუბარში უარყოფს და აცხადებს, რომ ის ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება.

 

“ვემიჯნებით ყველანაირად ძალადობას და ვემიჯნებოდი ყოველთვის. ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5 000 ლარზეც კი ადამიანი არ უნდა ამბობდეს.

 

მოისმინეთ ბესო ზანგურის კომენტარი

 

 

გადაცემა “ფარულ კონვერტში” ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც. ნინუცა მაყაშვილის თქმით, სწორედ ოჯახური ძალადობა გახდა წყვილის განქორწინების მიზეზი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X