13:14 | 2021-11-28 ავტორი: Prime Time

ამბავი ბიჭზე, რომელიც თბილისის ქუჩებში სხვადასხვა ნივთებს ყიდის – ამ ისტორიას ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

ამბავი ბიჭზე, რომელიც თბილისის ქუჩებში სხვადასხვა ნივთებს ყიდის – ამ ისტორიას ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

გიორგი ლაფაჩიშვილი 11 წლის ბიჭზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ბიჭუნა ქალაქის სხვადასხვა უბანში ხან მოწყალებას ითხოვს, ხანაც – წვრილმან ნივთებს ყიდის. ის თანატოლებისგან განსხვავებით თბილ სახლში სხვადასხვა სათამაშოებს ან სწავლას კი არ უთმობს დროს, თავის გადასარჩენად ქუჩა-ქუჩა სიარული უწევს.

 

ცოტა ხნის წინ, სანდრო ერთ-ერთ კაფე-ბარში შევიდა, სტუმარმა გოგომ 100 ლარი მისცა. პატარა ბიჭის გულწრფელმა მადლობამ და ყველაზე ნამდვილმა ღიმილმა, გოგოს კიდევ გაუჩინა საჩუქრის გაკეთების სურვილი…

 

პატარა ჯენტლმენი კეთილ ქალბატონთან ვალში არ დარჩენილა – მადლიერმა სანდრომ მადლობის ნიშნად ვარდები მიუძღვნა…

 

“ეს 11 წლის ბიჭია, სანდრო ტ. სამგორში ცხოვრობს. მას ძველი თბილისის უბნებში ხშირად ნახავთ. უმეტესად რაღაცებს ყიდის, რომ საარსებო სახსრები იშოვოს. ღამე იყო, ძველი თბილისის ერთ-ერთ კაფეში მეგობრებთან ერთად ვიჯექი.

 

დავინახე, ერთ-ერთ გოგონასთან მივიდა და ფული თხოვა. გოგონამ ჩანთა გახსნა და ასლარიანი გადასცა. სანდროს თვალები შუბლზე აუვიდა და უცებ გამოართვა. თითქოს, იფიქრა, რომ ის ფულს უკან წაიღებდა და უცნობს ათასი მადლობა გადაუხადა.

 

გოგონა გაიბადრა, ჩანთიდან ამოღებული საფულე კიდევ ერთხელ გახსნა და სანდროს ისევ ასლარიანი გაუწოდა. ბიჭმა ამჯერად იუარა, მაგრამ გოგონას კიდევ ერთი თხოვნის შემდეგ ფული გამოართვა და გავარდა.

 

ყველამ გაიცინა.

 

გავიდა რამდენიმე წუთი და სანდრომ მას საჩუქრად დიდი ვარდები მოუტანა.

 

გოგონამ ლოყაზე აკოცა და უთხრა, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ყვავილები იყო “იყავით კეთილები.” – წერს გიორგი ლაფაჩიშვილი.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

სავალდებულო გახდება თუ არა ტრანსპორტში „მწვანე პასპორტი“? – მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს

 

რვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები წესდება – ნახეთ წესები

 

რამდენი ლარის გადახდა მოგიწევთ მართვის მოწმობის ასაღებად

 

„ჩემი ცხოვრება იმედით და სიხარულით სავსე იქნება…“ – თაკოს რჩეული და „ნიჭიერის“ ოქროს ღილაკის მფლობელის ახლი „სიტყვა“ ქართულ პოეზიაში

 

4 თუ 5 წელი ვიცხოვრეთ ერთად, მერე შევთანხმდით, რომ ჩვენი ცხოვრება აღარ იყო საინტერესო და გავშორდით… – ელენე ხოშტარია პირველ ქმარზე

 

8-თვიანი დუმილის შემდეგ კასპში მეუღლის მკვლელობის საქმის ფიგურანტი ალაპარაკდა – ქეთევან ჩხაიძის წერილი ციხიდან

ავტორი: Prime Time

X