16:00 | 2020-08-08 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ამდენი ხანი ჩუმად ვიყავი და ვცდილობდი ჩემი და მეგლოვა… – თამარ ბაჩალიაშვილის ძმის პირველი კომენტარი

ამდენი ხანი ჩუმად ვიყავი და ვცდილობდი ჩემი და მეგლოვა… – თამარ ბაჩალიაშვილის ძმის პირველი კომენტარი

დღეს ჟურნალისტებთან პირველად ისაუბრა გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ძმამ, გიორგი ბაჩალიაშვილმა.

 

„ზეგი“ ბაჩანა ლობჟანიძეს სასამართლოში უჩივლებს - რას ყვება კომპანიის იურისტი?
2020-08-07„ზეგი“ ბაჩანა ლობჟანიძეს სასამართლოში უჩივლებს - რას ყვება კომპანიის იურისტი?

 

მან გადაწყვიტა, ეპასუხა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც, მისი განცხადებით, გარდაცვლილის ოჯახის ღირსების შელახვით არიან დაკავებულნი.

 

„არ დავუშვებ, რომ მამაჩემის ღირსება შელახონ. ბევრი ჭორი გავრცელდა მასზე, როგორც მოძალადე კაცზე. დანამდვილებით ვიტყვი, რომ მამაჩემის ყურადღება არც მე და არც ჩემს დას არ მოგვკლებია. ამდენი ხანი ჩუმად ვიყავი და ვცდილობდი, ჩემი და მეგლოვა. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ყველაფერს ვეთანხმები“ – განაცხადა გიორგი ბაჩალიაშვილმა.

 

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X