15:48 | 2021-06-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ამდენი თანამშრომლის ყოფნა არ არის საჭირო – მეუფე იაკობი საკადრო წმენდას იწყებს

ამდენი თანამშრომლის ყოფნა არ არის საჭირო – მეუფე იაკობი საკადრო წმენდას იწყებს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალი ხელმძღვანელის, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის იაკობის თქმით, პანსიონში საკადრო ცვლილების შედეგად 19 აღმზრდელი დარჩება. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე დაწესებულებაში მეტი აღმზრდელის ყოფნა არ არის საჭირო.

 

მთავარეპისკოპოსის თქმით, პანსიონში ამ დრომდე 40-ზე მეტი აღმზრდელი მუშაობდა.

 

თეა დარჩია: „მედრესეები რომ მრავლდება სოკოებივით, ჩადრებით რომ დადიან ქართველი გოგონები და ყურანს სწავლობენ, ვინმეს კითხვა დაუსვამს - რატომ?“
2021-06-16თეა დარჩია: „მედრესეები რომ მრავლდება სოკოებივით, ჩადრებით რომ დადიან ქართველი გოგონები და ყურანს სწავლობენ, ვინმეს კითხვა დაუსვამს - რატომ?“

 

„ჩვენთან ამდენი თანამშრომლის ყოფნა არ არის საჭირო. 19 აღმზრდელი დარჩება ამ ეტაპზე. ვისაც წასვლა უნდა, ჩვენ არავის ვაჩერებთ და ვინც დარჩება, სრულად ჰქონდეთ მომსახურება, არაფერი არ მოაკლდეთ. ბავშვების საუკეთესო ინტერესები უნდა დავიცვათ.

 

ჩვენ ახლა პრობლემა არ გვაქვს იმაზე, ვინ შემოვა, ვინ არა. ბავშვებმა ძალიან დიდი ტრავმა მიიღეს. ამდენი ბავშვი იყო ერთად, უცებ ბევრი წავიდა, ეს უნდა გავითვალისწინოთ. ამის შემდეგ მიხვიდე და კითხვები დაუსვა, ეს არის პრობლემა“, – განაცხადა პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X