
“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო შუბლაძე გათხოვდა. ამ სიახლის შესახებ მან თავად დაწერა სოციალურ ქსელში.
“რა აღარ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამ ბოლო პერიოდში… ამდენი ტკივილის და ცუდის მერე – ერთი კარგი ამბავიც მაქვს.
როგორც იქნა, დავიყარეთ თავი ერთად და გავხდით ასე დიდი ოჯახი, მე, ვალერი და ჩვენი უსაყვარლესი ბევრი შვილი” – წერს ნინო “ფეისბუქზე” და პოსტს, გარდაცვლილი დის მიერ გადაღებულ ძველ ფოტოს ურთავს.
ვალერი თელია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.
ეს ქორწინება ორივესთვის მეორეა.
ნინოს პირველი ქორწინებიდან (ალეკო ფარულავასთან) ორი ვაჟი ჰყავს, ვალერის – ორი ქალიშვილი.






















