19:09 | 2021-07-04 ავტორი: Prime Time

„ამდენი წელია ამ აღსარებებს ვისმენ“ – შალვა კეკელია „პრაიდის“ მხარდამჭერებს მიმართავს

„ამდენი წელია ამ აღსარებებს ვისმენ“ – შალვა კეკელია „პრაიდის“ მხარდამჭერებს მიმართავს

დეკანოზი შალვა კეკელია „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით მრევლს კიდევ ერთხელ მიმართავს.

 

„ყველა ჯარისკაცს და პოლიციელს პირდაპირ ვეუბნები, ღირსება არის შენი შვილები, შენი ოჯახი და ქვეყანა. შენ იმიტომ გიხდიან ხელფასს, რომ შენი ქვეყნის ღირსება დაიცვა, ვაი გაბედოს ერთმა პოლიციელმაც და იმათ მხარეს დადგეს. არავის არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ჩვენ გვიქადაგონ​.

 

ხვალ გადაწყდება როგორი ქვეყანა გვექნება. ამდენი წელია ამ აღსარებებს ვისმენ და ერი ნადგურდება. ყველამ ერთად, ერი, ჩვენი შვილები, ჩვენი ახალგაზრდები უნდა გადავარჩინოთ და მთელი ერი იქ უნდა ვიდგეთ დილიდან.

 

დაწყებულია გადარჩევა სასულიერო პირებზე. გამოჩნდება ვის უხდიან ფულს თუნდაც“, – თქვა შალვა კეკელიამ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარში“ ჩატარდება. 

 

ავტორი: Prime Time

X