22:21 | 2021-04-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ამერიკაში სერიოზულად შესუსტდა პანდემია, ვაქცინები მუშაობს! – ზურაბ გურული

ამერიკაში სერიოზულად შესუსტდა პანდემია, ვაქცინები მუშაობს! – ზურაბ გურული

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

 

ამერიკაში უკვე სერიოზულად შესუსტდა პანდემია. მოზრდილთა 37% უკვე სრულად აცრილია, 54 %-ს კი ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. ვაქცინები მუშაობს! ფაქტი სახეზეა.

 

ახლა მთავარია ბავშვების ვაქცინაციაც ასევე წარმატებით განხორციელდეს და დაავადების გავრცელების ყველა წყარო ამოიკეტება რანდენიმე თვეში.

 

რა შემთხვევაში მოხსნიან „კომედანტის საათს“ - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება
2021-04-28რა შემთხვევაში მოხსნიან „კომედანტის საათს“ - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

 

ყველაზე სასიამოვნო ცნობა კი, ალბათ, „პფაიზერის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას განცხადებაა, რომ წლის ბოლოსთვის კომპანია გამოუშვებს წამალს, რომელიც კოვიდის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე მიღებისას მაქსიმალურად შეამცირებს ვირუსის გამრავლების უნარს და დაავადება ძალიან მსუბუქად წარიმართება.

 

ეს წამალი ე.წ. პროტეაზების ინჰიბიტორებს მიეკუთვნება, იმავე კლასისაა, რომლებსაც  C-ჰეპატიტის და შიდსის სამკურნალოდ იყენებენ და თრგუნავს იმ ფერმენტს, რომელიც ვირუსს სჭირდება ადამიანის უჯრედებში გასამრავლებლად. ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს … მანამ კი გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – წერს ზურაბ გურული.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X