08:24 | 2020-05-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ამერიკელი ექიმი Covid-19-ით ინფიცირებამდე და მისი დამარცხების შემდეგ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

ამერიკელი ექიმი Covid-19-ით ინფიცირებამდე და მისი დამარცხების შემდეგ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

სან-ფრანცისკოში მცხოვრები ექიმი კორონავირუსით ინფიცირებამდე და მისი დამარცხების შემდეგ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ამის შესახებ Buzzfeed News-ი წერს.

 

კორონავირუსის დასამარცხებლად ექიმს 6 კვირა დასჭირდა, აქედან 4 კვირის განმავლობაში ის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო.

 

გამოჯანმრთელების შემდეგ 43 წლის ექიმმა Instagram-ზე ფოტოები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ადრე 86 კილოგრამს იწონიდა, ახლა კი მხოლოდ 63 კილოგრამს იწონის.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X