01:09 | 2021-08-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ამერიკელი ჯარისკაცები არ უნდა იღუპებოდნენ ომში, სადაც ავღანელ ჯარისკაცებს საკუთარი თავისთვის ბრძოლა არ სურთ – ჯო ბაიდენი

ამერიკელი ჯარისკაცები არ უნდა იღუპებოდნენ ომში, სადაც ავღანელ ჯარისკაცებს საკუთარი თავისთვის ბრძოლა არ სურთ – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას ავღანეთიდან გამოყვანის შესახებ იცავს.

შოკისმომგვრელი კადრები! - ქაბულში, აფრენილი თვითმფრინავიდან ადამიანები ჩამოვარდნენ
2021-08-16შოკისმომგვრელი კადრები! - ქაბულში, აფრენილი თვითმფრინავიდან ადამიანები ჩამოვარდნენ

 

„20 წლის შემდეგ ჩემთვის ნათელია, რომ ჯარების გამოყვანისთვის კარგი დრო არასოდეს არის. სწორედ ამიტომ ვიყავით იქ ამ დრომდე,“ – განაცხადა ბაიდენმა.

 

მისი თქმით, ამერიკელი ჯარისკაცები არ უნდა იღუპებოდნენ ომში, სადაც ავღანელ სამხედროებს არ სურთ იბრძოლონ.

 

„ასე რომ, რა მოხდა? ავღანეთის პოლიტიკური ლიდერები ქვეყნიდან გაიქცნენ. ავღანეთის ჯარი ჩამოიშალა, ნაწილს ბრძოლა არც კი უცდია. ბოლო კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად აჩვენა, რომ ამერიკის სამხედრო ჩარევა ავღანეთში ახლა სწორი გადაწყვეტილება იყო. ამერიკულ ჯარს არ შეუძლია და არ უნდა იბრძოდეს ომში, არ უნდა იღუპებოდეს ომში, სადაც  ავღანელ სამხედროებს საკუთარი თავისთვის ბრძოლა არ სურთ,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X