11:16 | 2021-08-02 ავტორი: Prime Time

ამერიკელი კონგრესმენების ეს ანგარიში ყველაფერს ყირაზე აყენებს – „ახლა გვჯერა, რომ დროა, სრულად გამოვრიცხოთ ცხოველების ბაზარი, როგორც წყარო…“

ამერიკელი კონგრესმენების ეს ანგარიში ყველაფერს ყირაზე აყენებს – „ახლა გვჯერა, რომ დროა, სრულად გამოვრიცხოთ ცხოველების ბაზარი, როგორც წყარო…“

ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენების მიერ გავრცელებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ კოვიდ 19-ის გამომწვევმა ვირუსმა ჩინეთის კვლევითი დაწესებულებიდან გაჟონა, ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული მტკიცებულებებით არის დადასტურებული.

 

ანგარიშის ავტორი კონგრესმენები კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ ორპარტიული გამოძიების ჩატარების ინიციატივით გამოდიან.

 

„ახლა გვჯერა, რომ დროა, სრულად გამოვრიცხოთ ცხოველების ბაზარი, როგორც წყარო. ასევე მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებათა სიჭარბე ადასტურებს, რომ ვირუსმა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გაჟონა და რომ ეს მოხდა 2019 წლის 12 სექტემბრამდე,“ – აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელმა“ წევრმა მაიკლ მაკკოლიმ წარადგინა.

 

შეგახსენებთ, ჩინეთი უარყოფს ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებას გენეტიკურად მოდიფიცირებული კორონავირუსის უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ. პეკინი ასევ უარყოფს ბრალდებებს ვირუსის გაჟონვის ფაქტის დამალვასთან დაკავშირებით.

ავტორი: Prime Time

X