
ამერიკაში, ნევადას შტატში მცხოვრები ქალი სტომატოლოგიურ კლინიკაში შეიპარა, მოიპარა ფული და პაციენტს 13 კბილი ამოუღო. ამის შესახებ The Indepndent წერს.
გამოცემის ცნობით, ქალი სტომატოლოგიური კლინიკის ყოფილი თანამშრომელი, 42 წლის ლორელ ეიკია. როგორც აღმოჩნდა ის სტომატოლოგი არ იყო, თუმცა პოლიციას უითხრა, რომ პაციენტს რომელიც ანესთეზიის ქვეშ იმყოფებოდა, 13 კბილი ამოუღო.
მანამდე კი, 42 წლის ქალმა სტომატოლოგიური კლინიკიდან 22,8 ათასი დოლარი მოიპარა.
პოლიციამ დამნაშავე უკვე დააკავა.
ასევე ნახეთ:






















