
ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა მინეაპოლისში მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ქალიშვილს კოლეჯში სწავლის საფასური დაუფინანსა. ამის შესახებ CNN წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, რეპერმა ჯორჯ ფლოიდისა და იმ აფროამერიკელების ოჯახებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, 2 მილიონი დოლარი გადაურიცხა.
როგორც რეპერი ამბობს, მან ჩამოაყალიბა გეგმა, რათა ჯორჯ ფლოიდის ქალიშვილის სწავლა სრულიად დაფინანსდეს.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა. მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.























