10:06 | 2021-09-23 ავტორი: Prime Time

ამერიკის ქუჩებში დამკრძალავი ბიუროს სარეკლამო მანქანები გამოჩდნენ – ნახეთ მიზეზი

ამერიკის ქუჩებში დამკრძალავი ბიუროს სარეკლამო მანქანები გამოჩდნენ – ნახეთ მიზეზი

აშშ-ში ქუჩაში დამკრძალავი ბიუროს სატვირთო მანქანა გამოჩნდა, რომელსაც რეკლამის სახით აწერია: “არ აიცრათ”. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

 

გამოცემის ცნობით, შავი სატვირთო რეალურად არ ეკუთვნის დამკრძალავ ბიუროს, სინამდვილეში, ის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ნაწილია.

 

რეკლამაზე მითითებულ ვებ-გვერდზე გადასვლისას მომხმარებლებს არა დამკრძალავი ბიუროს ოფიციალური გვერდი, არამედ შემდეგი წარწერა ხვდებათ: “ახლავე აიცერით, თუ არა, მალე შევხვდებით, ვილმორის დამკრძალავი ბიურო”.

 

„ვფიქრობთ, რომ ჩვეულებრივი სარეკლამო კამპანია კარგად ვეღარ მუშაობს. მაგალითად, “მიიღეთ ვაქცინა” ან “წადით, აიცერით” მოსახლეობას თვალში აღარ ხვდება. თუკი ჩვენი სარეკლამო კამპანიის წყალობით ერთი ადამიანი მაინც აიცრება, ჩავთვლით, რომ მიზანი მიღწეულია“,- ამბობს სატვირთოს დამკვეთი სარეკლამო კომპანიის ხელმძღვანელი.

 

მისი თქმით, სატვირთოს სწორედ ისეთ ადგილებში აჩერებენ, სადაც ხალხმრავლობაა, რათა მეტი ადამიანი აიცრას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით.

 

„პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციების, ფოტო, ვიდეო, აუდიო მასლების კოპირება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია!

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X