08:40 | 2020-03-13 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ამერიკულ საფონდო ბირჟებს ახალი „შავი ორშაბათი“ გაუთენდათ

ამერიკულ საფონდო ბირჟებს ახალი „შავი ორშაბათი“ გაუთენდათ

ამერიკული ინდუსტრიული ინდექსი Dow Jones-ი, ვაჭრობის დახურვისთანავე, 12 მარტს, 9,99%-ით დაეცა, რაც 1987 წლის „შავი ორშაბათის“ შემდეგ, აქციების დაცემის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მაშინ ინდექსის მაჩვენებელი 22%-ით დაეცა.

 

საფონდო ბირჟა NYSE-ის ცნობით, Dow Jones-ის ინდექსი ერთ დღეში 2352,60 პუნქტიდან 21200,62-მდე შემცირდა.

 

ინდექსი S&P 500, 260,74 პუნქტიდან, 2480,64 პუნქტამდე შემცირდა ( -9,51%), ხოლო ინდექსი Nasdaq – 839 პუნქტიდან 7164,50 -მდე (-10,48%).

 

12 მარტს საფონდო ბირჟების გახსნისთანავე, აშშ-ის ძირითადი სამი ინდექსი 7%-ით დაეცა, რის შემდეგაც ვაჭრობა ავტომატურად შეწყდა 15 წუთით. ამის შემდეგ, აშშ-ის ფედერაციულმა სარეზერვო სისტემამ განაცხადა, რომ ამერიკულ ბაზარს 1,5 ტრილიონი დოლარით დაეხმარება, რის შემდეგაც, ბაზარმა ცოტა ხნით შეწყვიტა ვარდნა.

 

საფონდო ინდექსები ნავთობზე ფასების ვარდნის ფონზე მცირდება. Brent-ის მარკის ნავთობი ლონდონის ბირჟაზე 32,84, ბარელს შეადგენს. გარდა ამისა, ბაზარზე ზემოქმედებს კორონავირუსის პანდემია.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X