12:05 | 2020-01-08 ავტორი: Prime Time

ამერიკულ თვითმფრინავებს ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენა აეკრძალათ

ამერიკულ თვითმფრინავებს ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენა აეკრძალათ

ამერიკულ ავიაკომპანიებს ირანის, ერაყის, აგრეთვე სპარსეთის ყურისა და ომანის საჰაერო სივრცეში ფრენა აეკრძალათ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია აქვეყნებს.

 

გადაწყვეტილების მოტივად, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება სახელდება.

 

სარაკეტო დარტყმის სამიზნე, ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ ერბილეს მახლობლად მდებარე ბაზა ,,აინ ალ-ასადი’’ გახდა. ეს სარაკეტო დარტყმები აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიებას წარმოადგენს.

 

ცნობისთვის, ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს.

ავტორი: Prime Time

X