13:23 | 2020-08-20 ავტორი: Prime Time

ამფითეატრი, მედიათეკა, საბავშვო მოედნები – როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი? (ფოტოები)

ამფითეატრი, მედიათეკა, საბავშვო მოედნები – როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი? (ფოტოები)

თემქის ტყე-პარკის მოწყობის სამუშაოებზე თბილისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, შესყიდვის ღირებულება დაახლოებით 44 მილიონი ლარი იქნება.

ზღვისუბნის ტყე-პარკის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს – ამფითეატრი, საბავშვო მოედანი, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები, კაფე, მედიათეკა, საბოსტნე ნაკვეთები, საფეხმავლო ხიდი, ძაღლების სასეირნო ადგილი.

 

 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 760 დღეში უნდა დაასრულოს.

 

 

ავტორი: Prime Time

X