18:59 | 2021-08-07 ავტორი: Prime Time

ამინდი იცვლება – ნახეთ უახლესი პროგნოზი

ამინდი იცვლება – ნახეთ უახლესი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8-10 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი ქარი.

2021-08-07"ახლა უკვე მარადიულობის ბილიკებს მიუყვება" - პატრიარქი ლია სალაყაიას ემშვიდობება

 

სინოპტიკოსები აღნიშნავენ, რომ შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. დასავლეთ საქართველოში აგრილდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონი შენარჩუნდება.

 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები განავითაროს, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

ავტორი: Prime Time

X