00:28 | 2021-07-04 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ამინდი იცვლება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ამინდი იცვლება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

5 ივლისს, დასავლეთ საქართველოს ბარში უმეტესად მოსალოდნელია წვიმა. 6 და 7 ივლისს, სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით +15°, ხოლო დღისით მაქსიმალური ნიშნული +33° სითბო იქნება.

 

5 ივლისს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც, 6 და 7 ივლისი აქაც მცირე წვიმას ელიან. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +13°იქნება, ხოლო დღისით ჰაერი +31°-მდე გათბება.

 

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 5 ივლისს სინოპტიკოსები ძლიერ წვიმასა და სეტყვას ელოდებიან. 6, და 7 ივლისს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ღამით მინიმალური ტემპერატურა +16° ხოლო დღისით +37° გრადუსამდე დაფიქსირდება.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X